,,აი, ამ პოლიციელებს იპოთეკური სესხები არ უნდა ჰქონდეთ დასაფარი!“ – მაია ნიკოლეიშვილი

სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ბზობაც არ დაგვაცადეს ამ ურჯულოებმა!
ამდენ ლგბტ-სოლიდარულ პარტიას მეტი კაცი რომ არ შეგრჩათ და ქალებს აკაცებთ, თქვე ვაი-კაცებო!!!
ყველა, ყველა, ფეხბურთი კარგია და ფეხბურთელებს პატივს ვცემ, მაგრამ აი, ამ პოლიციელებს, ვინც მართლა ყველაზე მეტს იტანს, ითმენს და ანეიტრალებს, აი, ამ ბიჭებს და კაცებს, იპოთეკური სესხები არ უნდა ჰქონდეთ დასაფარი! დღესასწაულ და დღე-ღამის გასწორებისთვის სწორედ პოლიციელებს ეკუთვნით ყველაზე დიდი ფინანსური მხარდაჭერა, პიროვნულად, დიდი პრემირება, მე ასე ვფიქრობ!
მთელი ცხოვრება პოლიციის ძალადობას ვებრძოდი და ახლა, არ გამხადეს, პოლიციის დამცველი?!!!
რაც ვთქვი, გულით ვთქვი!
აი, სწორედ ისინი არიან ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე! ესაა რეალობა, რეალური საფრთხეები მათ თავს, ჩვენი საფრთხის არიდების ფასად!
სწორედ ჩვენი პოლიციელები იმსახურებენ რეალურად ყველაზე დიდ დაფასებას, მორალურსაც და ფინანსურსაც!!!”

ასევე დაგაინტერესებთ