“აი, აგდია თურმე რომელიმე ქოცალას ქმარი ქუჩაში და ვიღაც გუდიანი ქალი მოდის და იღებს”– ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, :

“შევიხედე თვდამსხმელის კედელზე ამჯერად. საკუთარ ქმრებზე რომ ლაპარაკობენ ისე გეგონება ისინი ნივთები არიან – სასწაულია/ აი, აგდია თურმე რომელიმე ქოცალას ქმარი ქუჩაში და ვიღაც გუდიანი ქალი მოდის და იღებს სხვის ქმარს… აი, რო იღებ დაუკითხავად ვიღაცის ქმარს, იკითხე რა, დამპალო ქალო… ანუ კაციც რომ ღალატობს – ეგ არ განიხილება.”

ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დაიწყო თუ არა გამოძიება, მოქალაქე ლიკა შენეგლიას საჯარო განცხადებაზე, რომელიც ინფლუენსერ სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს.

სალომე გოგიაშვილი ე.წ. ჩაქუჩის სკანდალზე პირველ კომენტარს აკეთებს – ცნობილი ინფლუენსერი ამბობს, რომ ლიკა შენეგლიას მიერ სოციალურ ქსელში გაჟღერებული ბრალდებები ცილისწამებაა.

გოგიაშვილი მოითხოვს, ლიკა შენგელიამ  ექსპერტიზის დასკვნა წარადგინოს, რომელიც დაადასტურებს, რომ მას თავში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აღენიშნება.

ყოფილი ტელეწამყვანი სოციალრ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში ამბობს, რომ აპირებს სასამართლოში ჩივილს – მტკიცებულებად კი წარადგენს რამდენიმე საათიან ვიდეო და აუდიოჩანაწერებს.

“გადაღებული მაქვს, ვითომ ჩემი მეგობარი როგორ ესაუბრებოდა ჩემს ქმარს, როგორ აგეგმინებს ჩემს მეუღლეს იმას რომ ოღონდ თვითონ არ გამოჩნდეს, ჩუმად უნდა მოგვარდეს, რომ მერე ოფიციალური სახე უნდა მიეცეს ყველაფერს, რომ მე ღირსი არ ვარ ასეთი კაცის გვერდით და მარაზმია ხალხო… უკვე გული მერევა. რამდენჯერ ვისმენ არ ვიცი… რაც შევუსწარი, იმის ნაცვლად რომ გამქრალიყო ჩვენი ცხოვრებიდან,. ყველგან მირეკავდა, დაიწყო ჩემი შანტაჟი. ყველგან დავბლოკე, გაუსაძლისი იყო… ჩემმა შვილმა მოისმინა და მან მითხრა, ვიღაც ქალს ელაპარაკება და ის ეუბნება სახლიდან წამოდიო და მიგვატოვებსო? ჩემს შვილს ჰქონდა პანიკური შეტევა ამ ფონზე… ღამის 5 საათზე ისევ რომ მომწერა, შვილმა ნახა და აი, კიდევ ის ქალი გწერს, დეო, ეს გადავიღე, რომ ჩემი ქმრისთვის ჩამეგდო, აი, ნახე რა დაგვმართე–მეთქი. მადლობა ჩემს ქმარს, მან შეძლო დაენახებია ჩემთვის, ვინ არის ჩემი ჭეშმარიტი მეგობარი, და ვინ – არა. 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად და ცუდის გარდა, ძალიან ბევრი კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობაში ვარ, ჩათვალეთ, რომ სულელი ვარ, მაგრამ მაინც მისი იმედი მაქვს. მადლობა მას ყველაფრისთვის, ორი ფანტასტიური ბიჭი მაჩუქა”, – ამბობს იგი და აქვეყნებს შვილის ვიდეოს, რომელიც საწოლში წევს და ბალიშშია თავჩარგული.

სალომე გოგიაშვილის თქმით, ის იწერდა მისი მეუღლის და მოქალაქე ლიკა შენგელიას კომუნიკაციას.

ცნობისთვის, მოქალაქე ლიკა შენეგლია ინფლუენსერ სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს. ქალმა საჯარო განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და დაწერა, რომ  გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

ლიკა შენგელიას faceebook სტატუსის მიხედვით, მისთვის მიყენებული დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მან გონება დაკარგა.

ქალი წერს: “თუ კანონის ძალით ვერ შევძლებ და ვინმე ხელს შემიშლის მაშინ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გასამართლდები !!!! შევეწირები მაგრამ პასუხს მაინც გაგებინებ!”