“ფინეთთან პრობლემები არ გვქონია, მაგრამ მისი NATO-ში გაწევრიანების შემდეგ, გვექნება”, – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ისევ იმუქრება. მისი თქმით, “ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული სახის, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში გადაწყდა”.
“ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი, ყველაზე გულითადი ურთიერთობა. ეკონომიკურად ყველაფერი ვითარდებოდა” – თქვა მან და აქვე აღნიშნა, რომ ტყის კომპლექსთან დაკავშირებით გარკვეული გაუგებრობები არსებობდა.
აიღეს და შეათრიეს ფინეთი NATO-ში. ჩვენ რა, ფინეთთან რაიმე სადავო გვქონდა? ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული სახის, მე-20 საუკუნის შუა პერიოდში დიდი ხანია, გადაწყდა. ჩვენ გვქონდა ყველაზე კარგი, ყველაზე გულითადი ურთიერთობა. დიახ, სატყეო კომპლექსში იყო რაღაც პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო ქვეყანაში ხე-ტყის გადამუშავების განვითარებასთან. ეს იყო და ეს. ეს წვრილმანია რეალურად. პრობლემები არ არსებობდა, ახლა იარსებებს, რადგან ახლა შევქმნით ლენინგრადის სამხედრო ოლქს და იქ ჯარების გარკვეული დანაყოფების კონცენტრაციას ვაპირებთ, – ამბობს პუტინი.