აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს –

აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს –
წარსულების გახსენება არ ვარგა, იმიტომ, რომ თუ არ მოვეშვებით ამას, გასახსენებელი მეც ბევრი მაქვს, დავით აქუბარდიასაც და სხვებსაც, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, ტელეკომპანია „კავკასიის” ეთერში.
სანიკიძემ მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციას, აიღონ მაგალითი მისგან და მიხეილ სააკაშვილისგან, რომლებმაც საკუთარ თავებს გადააბიჯეს ქვეყნის ინტერესის გამო.
„ერთი რამე გაითვალისწინეთ, აიღეთ მაგალითი თვითონ მიხეილ სააკაშვილისგან, მან როგორ გადააბიჯა საკუთარ თავს. აიღეთ მაგალითი თუნდაც ჩემგან – მე როგორ გადავაბიჯე ჩემ თავს, სხვანაირად შეხედეთ. არ იყო მარტივი ამბავი ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დალაპარაკება კიევში როცა მოხდა, მაგრამ გადავაბიჯეთ. მოტივაცია რა გვქონდა, ნათელ-მირონობა გვინდოდა ერთმანეთთან? ოჯახის ყველა წევრი მონათლული გვყავდა უკვე ჩვენს ოჯახებში, მიშასაც და მეც – არაფერი, ქვეყნის ინტერესი. ქვეყნის ინტერესისთვის გადავაბიჯოთ და დანარჩენ ოპოზიციასაც მოვუწოდებ, რომ რაღაცებს გადააბიჯეთ, ხალხო, თუ არადა მაშინ, პოლიტიკოსობას ნუ იჩემებთ. პოლიტიკოსი არის თმენა, მეტი არაფერი.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას