“აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება” – მოქალაქეები ხელისუფლებას მიმართავენ

“აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება” – მოქალაქეები სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ერთ დღეში შექმნილ ონლაინ პეტიციას ხელს უკვე ათასობით ადამიანი აწერს. ხალხი ფიქრობს, რომ საახლაწლო პერიოდში პიროტექნიკის უკონტროლოდ გაყიდვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხესს უქმნის. მხოლოდ 2023 წლის იანვარში პიროტექნიკის გამოყენების გამო 87 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 19 არასრულწლოვანია. ეს ყოველწლიური პრობლემაა, თუმცა ამ დრომდე პიროტექნიკის ხარისხსს და ყიდვა-გაყიდვას არავინ აკონტროლებს.
პარტია “ხალხისთვის” ამ საკითხთან დაკავშრებით კანონპროექტის შექმნას ითხოვდა, თუმცა კანონპროექტი არავის განუხილავს. პარტია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი წელსაც დააყენოს. ანა დოლიძის პარტია ითხოვს, შეიქმნას სპეციალური ჯიხურები, სადაც შემოწმებული პიროტექნიკა გაიყიდება.
პიროტექნიკის გაყიდვა სპეციალურ პუნქტებში უნდა იყოს რეგულირებული, უნდა იყოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და შემოწმებული. ასევე, გამოყოფილი უნა იყოს ურბანულ გარემოში სპეციალური ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება პიროტექნიკის გამოყენება. უმნიშვნელოვანესად ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის და შინაური ცხოველებისთვის ეს არის დამღუპველი, იმიტომ, რომ პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული მათ სიკვდილუნარიანობასთან, ამიტომ ეს კანონი რაც შეიძლება სწრაფად არის მისაღები, – ამბობს პარტია “ხალხისთვის” წევრი ნინო წულაძე.
მსახიობები, მწერლები, ხელოვანები, ყველა ერთად მიმართავს ხელისუფლებას, რომ აკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება და ამ მხრივ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.