“აიაქსმა” 5:0 მოიგო – მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა

ნიდერლანდების ჩემპიონატის მეცამეტე ტურში „აიაქსმა“ სახლში აუტსაიდერი „ვიტესი“ 5:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ჩუბა აკპომის ნაცვლად 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თამი აქტიურად ჩაერთო, კომპენსირებულ დროში გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
„აიაქსმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 15 ქულით მერვე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 1-ელ დეკემბერს ევროპა ლიგაზე საფრანგეთში „მარსელთან“ გამართავს.
აიაქსი – ვიტესი 5:0