გიორგი მიქაუტაძის “აიაქსიდან” “მეცში” სავარაუდო დაბრუნების შესახებ მორიგ ინფორმაციას ისევ “ეკიპი” ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მიქაუტაძის “მეცში” დაბრუნება ახლოვდება. მხარეები ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ და კონტრაქტის შესაძლო გამოსყიდვის უფლებაც იქნება გათვალისწინებული.
“აიაქსმა” ტრანსფერი საიტით ოფიციალურად დაადასტურა, ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი იტყობინება, რომ “მეცს” გიორგის კონტრაქტის 10 მილიოონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება.
“მეცის” ძალისხმევის მიუხედავად, ქართველი თავდამსხმელი გუნდს 5 იანვარს “კლერმონთან” თასის მატჩში ვერ დაეხმარება, 14 იანვარს კი ლიგა 1-ის მე-18 ტურში “ტულუზასთან” ითამაშებს.