“აიაქსმა” მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა – სად გააგრძელებს კარიერას ქართველი

ნიდერლანდური Voetbal International-ის ჟურნალისტი ლენტინ გუდიკი წერს, რომ “აიაქსმა” გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა.
ამსტერდამული გუნდის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში ჩავლენ საფრანგეთში, სადაც “მეცთან” ფეხბურთელის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
“ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში “აიაქსს” დატოვებს, მიქაუტაძეა. კლუბი ხედავს ქართველის თვისებებს, თუმცა ახლა მას არ შეინარჩუნებენ.
სავარაუდოდ, მას “მეცი” გამოისყიდის, შემდეგ საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ უფრო სარფიანად გაყიდის”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე “აიაქსში” გასულ ზაფხულს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ჯამში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში ითამაშა და გოლი არ
გაუტანია.
ქართვეელმა ერთ-ერთი ინტერვიუში გაიხსენა, რომ ამსტერდამში ურთულესი პერიოდი ჰქონდა.
არ მოუხდა აიაქსის სქემას,სტილს.ბევრ დიდ ფეხბურთელსაც კი მოსვლია ასე.თუნდაც შევჩენკო ჩელსიში როგორ დაიკარგა.მესიც კი რამდენ ხანს უგოლოდ იყო საფრანგეთის ჩემპიონატში თავიდან.მიქაუტაძე სხვა სტილია და უნდა კარგად გაანალიზოს სანამ სადმე გადავა.
მოცილდეს მაგ ყეყეჩ კლუბს, ამათ გინდ წინ იმას ქენი, გინდ უკან, დაუნახავები არიან. მეხ წამიხდა მაგ გუნდზე შთაბეჭდილება, აწი სულ რომ გავარდეს უმაღლესი ლიგიდან, გამიხარდება