ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, – ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი პირადად ჩაერია“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
მისი თქმით, „ისრაელსა და აშშ-სთან დაკავშირებულმა პირებმა არეულობების დროს რამდენიმე ათასი ადამიანი მოკლეს“.
„ამერიკული ამბოხების მიზანი ირანის შთანთქმა იყო. ირანელმა ხალხმა ამბოხება დაამარცხა, ახლა მეამბოხეებიც უნდა დაამარცხოს“, – აღნიშნა ხამენეიმ.




