აიათოლა ალი ხამენეიმ მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდა, შეზღუდული დროით ისრაელთან კონტაქტები გაწყვიტონ

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა მუსლიმურ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ პოლიტიკური კავშირები ისრაელთან, რომ, სულ მცირე, შეზღუდული დროით გაწყვიტონ კონტაქტები.
ირანის სულიერმა ლიდერმა მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა, არ მიაწოდონ ისრაელს ნავთობი, ენერგეტიკა და საქონელი.
„ზოგიერთმა ისლამურმა მთავრობამ დაგმო ს დანაშაულები შეკრებებზე, ზოგიერთმა კი არა. ეს მიუღებელია. ისლამური მთავრობების მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისრაელისთვის ენერგიისა და საქონლის მიწოდების შეწყვეტა. ისლამურმა მთავრობებმა უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური კავშირები ისრაელთან შეზღუდული დროით“, – აცხადებს აიათოლა ალი ხამენეი.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.