გლობალური თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა 2024 წელს შემცირდა (0.7%-ით) ათწლეულზე მეტი ხნის უწყვეტი ზრდის შემდეგ, – ნათქვამია Energy Institute–ის მსოფლიო ენერგიის სტატისტიკურ მიმოხილვაში.
EI-ის დაკვირვების ისტორიის მიხედვით, გლობალური თხევადი ბუნებრივი აირით ვაჭრობა ბოლოს 2012 წელს შემცირდა (1%-ით), რის შემდეგაც უწყვეტი ზრდა დაფიქსირდა, რომელმაც 2019 წელს 12%-საც კი გადააჭარბა.
მიმდინარე ანგარიშის თანახმად, 2024 წელს თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარი 544.1 მილიარდ კუბურ მეტრს, ანუ 418 მილიონ ტონას შეადგენდა, 2023 წელს კი ეს მაჩვენებელი 547 მილიარდ კუბურ მეტრს, ანუ 420 მილიონ ტონა იყო.
