ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილსა და ვეტერანებს შორის შეხვედრა დასრულდა

ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილსა და ვეტერანებს შორის შეხვედრა დასრულდა.
პრეზიდენტსა და სამხედრო და ძალოვან სისტემათა ვეტერანებს შორის განსახილველი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვეტერანებმა განაცხადეს, მათ სალომე ზურაბიშვილს სახალხო ფორუმის შექმნა შესთავაზეს, სადაც საზოგადოებრივი ჯგუფებიდან იქნებიან წარმომდგენლები, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვისა და კრიზისიდან გამოსვლისთვის სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
მათივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრა პროდუქტიული იყო, თუმცა ფორუმთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიღებულა, თუმცა აქვე აცხადებენ, რომ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები გაგრძელდება.
ვეტერანების შეფასებით, ქვეყანა სამართლებრივ და პოლიტიკურ კრიზისშია, ფორუმი კი საზოგადოების უფრო მეტად გაერთიანებასა და მობილიზებას შეუწყობს ხელს, რაც ხელისუფლების წინააღმდეგ, პოლიტიკური შეტევითი ნაბიჯებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”