ათობით განადგურებული ობიექტი და ლიკვიდირებული ტერორისტი ბოლო 24 საათში – როგორი ვითარებაა ისრაელში ომის 74-ე დღეს

ათობით განადგურებული ობიექტი და ლიკვიდირებული ტერორისტი ბოლო 24 საათში, მათ შორის – “ჰამასის” ფინანსისტი საბჰი ფარუანა. “ცაჰალი”, სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში, ხან-იუნისისა და ჯაბალიას ტერიტორიებზეა ფოკუსირებული. ზონაში გადაისროლეს მძიმე ტექნიკა და, დამატებით, ცოცხალი ძალა.
სახმელეთო შეტევის გააქტიურების პარალელურად, ტერორისტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის. წინაპირობა კი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა უნდა გახდეს.
“ჰამასი” მძევლების გათავისუფლებას არ ჩქარობს, მაგრამ მათ ახალ ვიდეომასალას აქვეყნებს.
გვიან ღამით, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ “ტელეგრამ არხზე” გამოქვეყნებულ კადრებში სამი ხანდაზმული მამაკაცი ჩანს. მათი თქმით, აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები და მკურნალობა სჭირდებათ. მძევლები ისრაელის მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
კიდევ ერთ ვალდებულებას ისრაელს შეერთებული შტატები ახსენებს, რაც სამოქალაქო პირების უსაფრთხოების დაცვასა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ლოიდ ოსტინმა სთან შეხვედრის დროს. ამერიკის თავდაცვის მდივანმა თქვა ისიც, რომ სახმელეთო ოპერაცია ისრაელის საქმეა და ამერიკა არ აპირებს მითითებების გაცემას პირობებთან ან ვადებთან დაკავშირებით. ვაშინგტონი მხოლოდ წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმების აღკვეთას აპირებს, რომლებიც სატვირთო გემებს ატერორებენ.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რეკორდულ მაჩვენებელზე საუბრობს. უწყების ინფორმაციით, რაფახზე ღამის საჰაერო იერიშს კიდევ 20 ადამიანი ემსხვერპლა – მათ შორის ერთი ჟურნალისტია.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას