ათობით ადამიანია მოკლული ღაზაში სკოლაზე თავდასხმის შედეგად

ისრაელმა ღაზაზე მორიგი შეტევა განახორციელა. თავდასხმის სამიზნე სკოლა იყო, სადაც ისრაელის თქმით “ჰამასის” 30 მებრძოლი აფარებდა თავს. “ჰამასი” ამბობს, რომ ისრაელის თავდასხმის შედეგად, 40 ადამიანია მოკლული, მათ შორის, ქალები და ბავშვები. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლა გაეროს ეკუთვნოდა და იქ დევნილი ხალხი აფარებდა თავს.
თავდასხმა განსაკუთრებით სენსიტიურ დროს მოხდა, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმების მიხედვით, “ჰამასმა” უნდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, ვინც 7 ოქტომბრის თავდასხმისას აიყვანა და ვინც ჯერ კიდევ მათ ტყვეობაში რჩება. “ჰამასი” ომის საბოლოოდ დასრულებას ითხოვს. კი ამბობს, რომ ჯერ ისლამისტური დაჯგუფება ბოლომდე უნდა გაანადგუროს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხუთშაბათს სხვა ქვეყნებთან ერთად განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისრაელსა და “ჰამასს” მოუწოდებს, რომ საჭირო დათმობებზე წავიდნენ და შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
ისმაილ ალ-თავაბტამ, “ჰამასის” მიერ მართული მთავრობის მედია ოფისის დირექტორმა უარყო ისრაელის მტკიცება იმაზე, რომ გაეროს სკოლაში “ჰამასის” წევრები იმალებოდნენ.
“ოკუპაცია გაყალბებულ, ფალსიფიცირებულ ამბებს იყენებს, რათა მძიმე დანაშაულებები გაამართლოს, რომელიც ათასობით იძულებით გადაადგილებულის წინააღმდეგ ჩაიდინეს”,- განაცხადა მან.
ამბობს, რომ მისმა მებრძოლებმა “ზუსტი დარტყმა” განახორციელეს სკოლაზე, სადაც მათი თქმით, “ჰამასის” წევრები იმალებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია