ათიათასობით სერბმა რკინიგზის სადგურის ჩამონგრევის პირველ წლისთავს აღნიშნა

1 ნოემბერს, სერბეთში, ნოვი სადში, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის პირველი წლისთავის გამო ათიათასობით სერბმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქში 16 დაღუპულის ხსოვნას 16-წუთიანი დუმილით მიაგო პატივი.
AFP-ის ჟურნალისტების ცნობით, ზუსტად ტრაგედიის დროს, 2024 წლის 1 ნოემბერს, ნოვი სადის ცენტრში ათიათასობით ადამიანმა დუმილით პატივის სცა მათ ხსოვნას თავყრილობის აქციის დაწყებისას.

სტუდენტები, ომის ვეტერანები და მსხვერპლთა ოჯახის წევრები გვირგვინებით ხელში მყოფი ადამიანების გვერდით იდგნენ სადგურის წინ, სადაც ხალხმა ადრე სანთლები და ყვავილები დადო.

ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ღრმად ფესვგადგმული კორუფციის სიმბოლოდ იქცა, სერბიაში სტუდენტების მიერ ორგანიზებული რეგულარული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მომიტინგეებმა თავიდან გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვეს, თუმცა მათი მოწოდებები მალევე გადაიზარდა ვადამდელი ს მოთხოვნებში.
სტუდენტებმა ხალხს მოუწოდეს „ყველაზე მასშტაბური სამახსოვრო შეკრებისკენ.“ ბევრი გაემართა ნოვი სადისკენ, ზოგი მანქანით, ზოგი ველოსიპედით და ზოგიც – ფეხით.
ათასობით ადამიანმა ბელგრადიდან იარა, ზოგმა ნოვი პაზარიდან, რომელიც დედაქალაქიდან სამხრეთით დაახლოებით 340 კილომეტრში მდებარეობს. მათ სიმბოლური 16 დღე დასჭირდათ მსვლელობის დასასრულებლად – 16 მსხვერპლისთვის.
პარასკევ საღამოს, ნოვი სადის მაცხოვრებლები ქუჩებში გამოვიდნენ მსვლელობის მონაწილეების მისასალმებლად, სასტვენებითა და დროშებით.

პროტესტმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მისი მთავრობის დაშლა და ახლის ფორმირება გამოიწვია. თუმცა, ნაციონალისტი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უდრეკად ინარჩუნებს თანამდებობას. ადრე ვუჩიჩი დემონსტრანტებს უცხოეთიდან დაფინანსებულ გადატრიალების მომხრეები უწოდა, ხოლო მისი პარტია SNS-ის წევრები შეთქმულების თეორიებს ავრცელებენ და აცხადებენ, რომ რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევა, შესაძლოა, დაგეგმილი თავდასხმა ყოფილიყო.
თუმცა, 31 ოქტომბერს ტელევიზიით გადაცემულ საჯარო მიმართვაში, ვუჩიჩმა იშვიათი ჟესტი გააკეთა და ბოდიში მოიხადა ისეთი რაღაცების თქმის გამო, რასაც, მისი თქმით, ახლა ნანობს.
„ეს ეხება როგორც სტუდენტებს, ასევე მომიტინგეებს, და ასევე სხვებს, ვისაც არ ვეთანხმებოდი. ამისთვის ბოდიშს ვიხდი“, – განაცხადა ვუჩიჩმა და დემონსტრანტებს დიალოგისკენ მოუწოდა.

მთავრობამ შაბათი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა, ხოლო სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის (SPC) მეთაურმა, პატრიარქმა პორფილემ, ბელგრადის წმინდა სავას ეკლესიაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წირვა აღავლინა.
მას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო, მათ შორის მთავრობის მინისტრები და ვუჩიჩი. ეკლესიის წინ კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთო.
ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, მარტა კოსმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ „ტრაგედია სერბეთს ცვლის“.
„ამან მასები აიძულა, ანგარიშვალდებულების, გამოხატვის თავისუფლებისა და ინკლუზიური დემოკრატიის დასაცავად გამოსულიყვნენ. ეს იგივე ღირებულებებია, რომლებსაც სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიჰყავს“.

სექტემბერში, შენობის ჩამონგრევის საქმეზე, ბრალი 13 ადამიანს წაუყენეს, მათ შორის, მშენებლობის ყოფილ მინისტრს, გორან ვესიჩს.
გამოძიებასთან ერთად – რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს და რომელიც პროექტში ევროკავშირის სახსრების შესაძლო ბოროტად გამოყენების შესახებ მიმდინარეობს – გრძელდება ცალკე ანტიკორუფციული გამოძიებაც.

ფორუმი