ათეულობით ტყვე და პუტინის თათბირი – ბოლო ცნობები კურსკის ოლქიდან

უკვე მეორე დღეა, ს ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გუშინ, 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.
მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგიერებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.
ამ ეტაპზე, გადამოწმებული და ოფიციალური ინფორმაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუმცა, „ნეტგაზეთმა“, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თავი მოუყარა ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას. ცნობილია, რომ უკრაინელებმა ათეულობით რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტიც დაიკავეს.
რა ვიცით – 7 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით
ომის მომხრე [იგივე Z-არხებზე] დაყრდნობით „მედუზა“ წერს, რომ უკრაინელებმა დაიკავეს „სუჯა“ – გაზგამზომი სადგური, რომლითაც, უკრაინის გავლით, ევროპის ქვეყნებში ხდება გაზის ტრანზიტი; კიევში ამბობენ, რომ გაზის ტრანზიტი ჩვეულებრივ გრძელდება.
ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ, კურსკის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომ ს აქვს თავდაცვის და აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ კიევს დაუკავშირდებიან, რათა მეტი ინფორმაცია მიიღონ კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, კურსკის ვითარებასთან დაკავშირებით, თათბირი გაუმართავს. მას ესწრებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი და უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] უფროსი ალექსანდრ ბორტნიკოვი.
სადგურ „სუჯას“ მიმდებარედ, უკრაინელებმა ათობით სამხედრო აიყვანეს ტყვედ, იუწყება „მედუზა“ უკრაინულ ტელეგრამ-არხ „სკადოვსკი ზახისნიკზე“ დაყრდნობით. მთავარ ფოტოზე სწორედ უკრაინული ტელეგრამ-არხის გამოქვეყნებული ფოტოა.
ბოლო პერიოდში უკრაინის მხარეს მებრძოლი ჯგუფები სხვადასხვა პერიოდულობით ახორციელებდნენ შეტევებს უკრაინასთან მოსაზღვრე ოლქებზე. თუმცა, როგორც წესი, ამ შეტევების უკან იდგა ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები იბრძვიან, და არა უკრაინის რეგულარული ჯარი [რომლის მონაწილეობაც ამ შეტევაში ოფიციალურად არაა დადასტურებული].

ასევე დაგაინტერესებთ