ქართველი ნონა ფანცხავას საჩივრის საფუძველზე ათენში 14 ქართველი ქალი დააკავეს. სპეცოპერაცია იმ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც ემიგრანტები მუშაობდნენ. მომჩივანი სამართალდამცველებთან ამტკიცებდა, რომ ქალები კლინიკაში არალეგალურად იყვნენ დასაქმებულები.
თუმცა, მედიის ცნობით, სასამართლომ საჩივრის შინაარსი ვერ გაიგო, დაკავებული ქალები კი პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ 14 დან 13 ქართველს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, ერთს კი მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ვიდეო – https://www.facebook.com/reel/993439918432563