ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს

ათენში, ტრეფიკინგის ბრალდებით, 26 წლის ქართველი კაცი დააკავეს. ინფორმაციას ავსტრიის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ინტენსიური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს – ცნობილია, რომ დაკავებულმა დაკითხვისას ბრალი აღიარა, რის შემდეგაც ავსტრიაში იქნა ექსტრადირებული.
დაკავებულს ბრალად 29 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის, უკიდურესად საფრთხისშემცველ პირობებში გადაყვანა ედავება. მას ეს ადამიანები სატვირთო მანქანის მაცივარში ჰყავდა მოთავსებული,. რომელშიც სავენტილაციო სისტემა ხელით იმართებოდა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში