აზრა ზეია საქართველოს მთავრობას: შეასწორეთ კურსი, შეასრულეთ საზოგადოების ევროპული მისწრაფებები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, აზრა ზეიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი სთან შეხვედრის შემდეგ X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) დაწერა, რომ „-ი კვლავ ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო. მათ შორისაა „უცხოური გავლენის შესახებ კანონი“ და რიტორიკა, რომელიც ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას.“
აზრა ზეის წერს: „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, აზრა ზეია საქართველოში 11 ივლისს ჩამოვიდა. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, იგი შეხვდა პრეზიდენტს, პარლამენტის დეპუტატებს “ქართული ოცნებიდან”, ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ცესკოს თავმჯდომარეს.
მან “საგანგაშო” უწოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრებზე ძალადობასა და დაშინებას და აღნიშნა, რომ “აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას არ უჭერს მხარს”, თუმცა მოლოდინი აქვთ, რომ მომავალ არჩევნებზე პარტნიორები უზრუნველყოფენ “ნამდვილ, კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ პროცესს”.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!