აზოვსტალის ქართველ მცველს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
TASS წერს, რომ 22 წლის ქართველ მებრძოლს სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობას ედავებიან. ს ფედერაციის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გაწერელია უკრაინის არმიას 2022 წლის მარტში შეუერთდა და პირველი აპრილიდან მარიუპოლში იბრძოდა.
მამუკა გაწერელია მარიუპოლში „აზოვსტალის“ დაცვაში იღებდა მონაწილეობას. როგორც „ამერიკის ხმა“ წერდა, ის ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა მარიუპოლში, მტრის ალყაში მოქცეული, უკრაინის არმიის ქვედანაყოფები პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილნენ და „აზოვსტალი“ დატოვეს.
გამოცემას, ჯარისკაცის დედამ უთხრა, რომ 22 წლის მებრძოლი საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა, თუმცა 200 წლის დასაწყისში კონტრაქტი გაწყვიტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და მარტში ში მოხალისედ წავიდა:
„სწამდა რომ ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის. შემდეგ, როცა მარიუპოლში ვითარება გართულდა, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუერთდა „აზოვსტალის“ დამცველებს. 8 დეკემბერს, ტყვეობაში 22 წლის გახდა“ – უთხრა მამუკას დედამ „ამერიკის ხმას“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო