“აზოვსტალის” ქართველი დამცველი, რუსეთის ყველაზე სასტიკ ციხეში

რუსებმა უკრაინის არმიის ქართველი მოხალისე, 22 წლის მამუკა გაწერელია, რომელსაც თებერვალში უკანონოდ, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ს ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხეში, “ტორბეევსკი ცენტრალში” გადაიყვანეს. ეს კოლონია მორდოვეთში მდებარეობს. რუსების ტყვეობაში უკრაინის არმიის კიდევ რვა ქართველი მებრძოლი რჩება