„აზოველი” პროკოპენკო ომში ბრუნდება, ის ახლადშექმნილი კორპუსის მეთაურად დანიშნეს

უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ ორი ახალი კორპუსი შექმნა. მათ მე-12 სპეციალური დანიშნულების ბრიგადის, „აზოვის“ მეთაური, პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო (რედისი) და „ქარტიის“ მე -13 ოპერატიული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი იგორ ობოლენსკი (კორნეტი) უხელმძღვანელებენ.
ეროვნული გვარდიის მეთაურის, ბრიგადის გენერლის, ალექსანდრე პივნენკოს თქმით, დავალებების უკეთ შესრულებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კორპუსის მეთაური იყოს მისი ქვედანაყოფების უშუალო ლიდერი და იცნობდეს ბრიგადის ხელმძღვანელებს.
უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ განაცხადა, რომ კორპუსის სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომუნიკაციას სამხედროებს შორის, გაზრდის ჯარების მოქნილობას და სტაბილურობას და, ზოგადად, არმიას უფრო ეფექტურს გახდის.
თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა მ დაამტკიცა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე გადასვლისა და კორპუსის შექმნის გეგმა. კორპუსი არის ორი ან მეტი დივიზიისგან შემდგარი ტაქტიკური საჯარისო დაჯგუფება, რომელშიც ათეულობით ათასი ჯარისკაცი შედის. რეფორმა ითვალისწინებს ს ფედერაციასთან ომის გამოცდილებას, სწრაფი მანევრირების აუცილებლობას, მტრის თავდასხმებზე წინააღმდეგობის გაწევას, დიდი ტერიტორიების ფლობის შესაძლებლობას და ა.შ.
დენის პროკოპენკო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია მარიუპოლის ბრძოლებიდან. ის აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ მცველებს მეთაურობდა. პროკოპენკო თავის თანამებრძოლებთან ერთად საბოლოოდ ტყვედ ჩავარდა, თუმცა მ მათი დახსნა მოახერხა, გაცვალა რა პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკში.
„ტყვეობაში ყოფნისას ვთქვი, რომ ჩემთვის ეს ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენს უკანასკნელ მებრძოლს არ დავაბრუნებთ ტყვეობიდან და არ აღვადგენთ უკრაინის საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობამდე. მე ვარ ჯარისკაცი. მე არ მაინტერესებს არანაირი სხვა საქმიანობა, გარდა სამხედრო საქმისა. ჩემი გული, სული, სხეული „აზოვს“ ეკუთვნის“, — განაცხადა პროკოპენკომ ბრიგადის მებრძოლებთან შეხვედრისას ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია