აზიის მეორე უმდიდრესი ადამიანი -ის სანქციების გვერდის ავლის ბრალდებით ეჭვმიტანილია – WSJ

აშშ-ის პროკურორებმა აზიაში მეორე უმდიდრესი ადამიანის, ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს, იტყობინება The Wall Street Journal.
გამოცემის ინფორმაციით, პროკურორები ამოწმებენ, შემოიტანა თუ არა მან ირანული თხევადი გაზი (LPG) ინდოეთის მუნდრას პორტის გავლით, რაც შესაძლოა -ის სანქციების დარღვევას ნიშნავდეს.
Wall Street Journal-ის ჟურნალისტებმა გააანალიზეს ტანკერების გადაადგილება მუნდრას პორტსა და სპარსეთის ყურეს შორის და აღმოაჩინეს სანქციების გვერდის ავლის ნიშნები: თანამგზავრულ სურათებზე ჩანს გემები ირანის პორტებში, თუმცა მათი AIS (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა) ერაყში ყოფნის შესახებ იუწყება.
ინდოელი მილიარდერი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას და აცხადებს, რომ ასრულებს კეთილსინდისიერი იმპორტიორის ყველა ვალდებულებას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლევან გამრეკელი, პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად, 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს“ – პროკურატურა