აზიის განვითარების ბანკმა (ADB) განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი მცირედით, 4.9%-დან 5.0%-მდე გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) მცირედით გაზარდა განვითარებადი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური პროგნოზი 4.9%-დან 5.0%-მდე, რაც განპირობებულია მზარდი რეგიონული ექსპორტით, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტ შიდა მოთხოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, მომავალი წლის ზრდის პროგნოზი 4.9%-ზე შენარჩუნდა.
ამასთან, როგორც აზიის განვითარების პროგნოზის განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაცია წელს სავარაუდოდ 2.9%-ამდე შემცირდება, გლობალურად შემცირებული სურსათის ფასებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გახანგრძლივებული ეფექტის ფონზე.
პოსტ-პანდემიური გამოცოცხლების შემდეგ, რაც უმეტესად შიდა მოთხოვნით იყო გამოწვეული, ექსპორტი ძველ ნიშნულს უბრუნდება და აჩქარებს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას. მყარი გლობალური მოთხოვნა ელექტრონულ მოწყობილობებზე, კონკრეტულად კი მაღალ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებში საჭირო ნახევარგამტარებზე, ზრდის ექსპორტს მრავალი აზიური ეკონომიკიდან.
„აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების უმრავლესობა გასული წლის მეორე ნახევართან შედარებით სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განიცდის. რეგიონის ძირითადი მაჩვენებლები კვლავაც ძლიერია, მაგრამ პოლიტიკის მწარმოებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ რისკებს, რამაც შესაძლოა პროგნოზზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დაწყებული დიდ ეკონომიკებში ს შედეგებთან დაკავშირებული გაურკვევლობით, დამთავრებული საპროცენტო განაკვეთებითა და გეოპოლიტიკური დაძაბულობით“, – განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა, ალბერტ პარკმა.
„მაშინ როცა ინფლაცია პანდემიამდელ ნიშნულს უახლოვდება, ზოგიერთ ეკონომიკაში ფასებზე კვლავაც მაღალი წნეხი ნარჩუნდება. სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში სასურსათო ინფლაცია კვლავაც მაღალია ნაწილობრივ გართულებული კლიმატური პირობებისა და ზოგიერთ ეკონომიკაში სურსათის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო.
რეგიონის ყველაზე დიდი ეკონომიკის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზრდის პროგნოზი წელს 4.8%-ზე შენარჩუნდა. მომსახურების სფეროში პოსტპანდემიური უწყვეტი ზრდა, მოსალოდნელზე ძლიერი ექსპორტი და სამრეწველო საქმიანობა ხელს უწყობს ზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უძრავი ქონების ფეხზე არც ისე მყარად მდგომი სექტორი ჯერ კიდევ გაძლიერებას საჭიროებს. მაისში მთავრობამ უძრავი ქონების ბაზრის ხელშესაწყობად ახალი ზომები გაატარა.
რეგიონის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის – ინდოეთის პროგნოზი, 2024 წლის ფისკალური წლისთვის უცვლელად 7.0%-ზე შენარჩუნდა. მოსალოდნელია ინდოეთის მრეწველობის ძლიერი აღმასვლა, რასაც მსუბუქი მრეწველობა და სამშენებლო სექტორში გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. სავარაუდოდ აღდგება სოფლის მეურნეობის ზრდაც, მიუხედავად მოსალოდნელი, ჩვეულებრივზე ძლიერი წვიმების სეზონისა. სახელმწიფო ინვესტიციების გამო, ინვესტიცირებაზე მოთხოვნა კვლავაც მაღალი რჩება.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში წელს ზრდის პროგნოზი 4.6%-ზე შენარჩუნდა, რასაც ხელს უწყობს ძლიერი შიდა და საგარეო მოთხოვნა. მიმდინარე წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ზრდის პროგნოზი მოსალოდნელი 4.3%-დან 4.5%-მდე იზრდება, რასაც ნაწილობრივ განაპირობებს აზერბაიჯანსა და ს რესპუბლიკაში მოსალოდნელზე ძლიერი ზრდა. წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში 2024 წლის პროგნოზი 3.3%-ზე ნარჩუნდება, რასაც ხელს უწყობს ტურიზმი, ინფრასტრუქტურაზე დახარჯული სახსრები და ასევე პაპუა ახალ გვინეაში განახლებული წიაღისეულის მოპოვება.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.