აზიის განვითარების ბანკს მასატო კანდა უხელმძღვანელებს

აზიის განვითარების ბანკს (ADB) მასატო კანდა უხელმძღვანელებს. ახალ პრეზიდენტს ბანკის მმართველმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. მასატო კანდა მე-11 პრეზიდენტია.
ახალი პრეზიდენტი იაპონიის პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის მრჩეველი იყო. მასატო კანდა მოვალეობის შესრულებას 2025 წლის თებერვლიდან შეუდგება. ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო ფინანსებში დაეხმარება ბანკს რთული გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გადალახვასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაში.
1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია 68 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.