„აზიის განვითარების ბანკი“ ბათუმი-სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს

„აზიის განვითარების ბანკი“ –სარფის გზის მშენებლობას დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, „აზიის განვითარების ბანკმა“ (ADB) დღეს დაამტკიცა 360 მილიონი დოლარის სესხი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული სახმელეთო კავშირების გაუმჯობესებას.
„პროექტი უზრუნველყოფს საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ბოლო მნიშვნელოვანი მონაკვეთის საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი, ბათუმიდან სარფამდე მიმავალი ახალი, კლიმატ გამძლე გზის მშენებლობას და გააუმჯობესებს ქვეყნის შესაძლებლობებს საგზაო ინფრასტრუქტურის მართვაში.
ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებული კიდევ ერთი პროექტია. საქართველოს გზების მშენებლობაში, როგორიცაა აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის ორი მონაკვეთი, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზები, მიმდინარე ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფანი (ქვეშეთი–კობის მაგისტრალი) და მეორეხარისხოვანი გზები ADB-ის ჯამური ინვესტიცია 1.1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მან ასევე მხარდაჭერა გაუწია საავტომობილო გზების დეპარტამენტს შესყიდვების, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, კონტრაქტების მართვისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შატბერაშვილი: ქვეყანა საიდანაც ათაითასობით ადამიანი გარბის ყოველ წელს, შიდა და თუ გარე ასპარეზზე სილას აწნის მსოფლიოს თითქმის ყველა უძლიერეს სახელმწიფოს, ყველა მეგობარს, გარდა მისი ნამდვილი მტრის – რუსეთისა

ჩინეთის ელჩი – უთანასწორო სიტუაცია, როცა რამდენიმე ქვეყანა გლობალური მმართველობის მონოპოლიზაციას ახდენს, არ უნდა გაგრძელდეს – ყველა ქვეყანას აქვს უფლება თანაბრად მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო საქმეებში