თურქეთი მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„საერთაშორისო კონფლიქტები და კრიზისები ესკალაციას როცა განიცდის, ეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისკენ გადადგმული უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-ის ადმინისტრაციის წვლილს ამ პროცესში“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ნაბიჯით სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევის ისტორიული შესაძლებლობა გაიხსნა.
„თურქეთი გააგრძელებს ამ შესაძლებლობის რეალიზებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას და მხარს დაუჭერს აზერბაიჯანის ერთგულ მისწრაფებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები, დაიწყონ სავაჭრო, დიპლომატიური ურთიერთობები, მოგზაურობა და პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
