საერთაშორისო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია BBC -მ აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად ბაქოში ოფისი დახურა. BBC-ს აზერბაიჯანში მხოლოდ ერთი კორესპონდენტის შენარჩუნების უფლება მისცეს.
როგორც BBC -მ განაცხადა, ეს “სამწუხარო” და “იძულებითი გადაწყვეტილება”, რომელიც პრესის თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზეპირი მოთხოვნის შემდეგ მიიღეს.
BBC-ს აზერბაიჯანული სამსახური ქვეყანაში 1994 წლის შემდეგ მუშაობს.
2023 წელს აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის სამართლებრივი დევნის ახალი ტალღა და რეპრესიები დაიწყო.
