აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო AZERTAC-ი ავრცელებს.
ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, 26 დეკემბერი რესპუბლიკაში გლოვის დღედ გამოცხადდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, დღეს ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო