აზერბაიჯანში უფლებადამცველი ნამიზად საფაროვი დააკავეს

აზერბაიჯანელი იურისტი და უფლებადამცველი, ყოფილი ადვოკატი ნამიზად საფაროვი, რომელიც ცნობილია აქტიური სამოქალაქო პოზიციით, აზერბაიჯანში “თაღლითობის” ბრალდებით დააკავეს.
„ნამიზად საფაროვი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა დააკავეს და უცნობ მიმართულებით წაიყვანეს,“ – განაცხადა მისმა ნათესავმა გამოცემა “კავკაზსკი უზელთან”.
საფაროვის დაკავება დაადასტურა პროსამთავრობო სააგენტო APA-მ, რომელიც საკუთარ წყაროს ეყრდნობა. „სავარაუდოდ, მისი (ნამიზად საფაროვის) დაკავების მიზეზი თაღლითობა გახდა,“ – წერს სააგენტო.
ნამიზად საფაროვი 1990-იანი წლებიდან მუშაობდა ადვოკატად, თუმცა 2005 წელს ადვოკატთა კოლეგიიდან გარიცხეს. თავად საფაროვი ამ გადაწყვეტილებას კოლეგიის ხელმძღვანელობის მიმართ მის კრიტიკას უკავშირებდა. შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში 2013 წელს მონაწილეობდა დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს შექმნაში.
2019 წელს საფაროვი დროებითი კოორდინატორი იყო რეპრესიებისა და წამების წინააღმდეგ კომიტეტში, რომელიც ახლა აღარ ფუნქციონირებს. ის ასევე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „აზერბაიჯანელი იურისტების ფორუმის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, რომლის რეგისტრაციაზეც ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
იურისტის რანგში საფაროვი მედიისთვის, მათ შორის „კავკაზსკი უზელისთვის“, ხშირად აფასებდა მთავრობის პოლიტიკასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი – პასპორტი გაძვირებამდე იყო 100 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 150 ლარი; პირადობის მოწმობა გაძვირებამდე იყო 30 ლარი, გაძვირების შემდეგ გახდა 60 ლარი…”

ლევან ღამბაშიძე: თუ ვინმეა საქართველოში არაკონსტიტუციური ძალა, ეს არის ქართული ოცნება და კი, მეც მიმაჩნია, რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ყველა ტყვე არ გათავისუფლდება და ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები