აზერბაიჯანში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს მიზნობრივი სოციალური დახმარება 64 ათასი ოჯახის 272 300 წევრმა მიიღო.
სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ გასულ წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18 500 ადამიანით შემცირდა.
ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის წევრმა ვუგარ ბაირამოვმა სოციალურ ქსელში საკუთარ ანგარიშზე განაცხადა.
„ეს იმასაც ნიშნავს, რომ 2023 წელს შემცირდა დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობაც. გასულ წელს სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1500-ით ნაკლები იყო. ამასთან, 2023 წლის ბოლოს ერთ ადამიანზე საშუალო თვიური თანხა 88,09 მანეთიდან 114,3 მანეთამდე გაიზარდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ გასულ წელს საჭიროების კრიტერიუმის ზღვარი 2022 წელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა და 246 მანეთად განისაზღვრა,“ – განაცხადა მან.