კავკაზსკი უზელის ცნობით, ბაქოს სასამართლოში პოლიტოლოგ ბაჰრუზ სამედოვის საქმეზე, რომელიც ცნობილია როგორც პაციფისტი და აქტივისტი, გამოკითხვების დროს ბრალდების დასკვნა გამოცხადდა. როგორც დაცვის მხარე აღნიშნავს, ბრალდება ეყრდნობა ბაჰრუზ სამედოვის მიმოწერას სომხეთიდან სამ ქალთან. სასამართლო დახურული იყო.
სამადოვი, რომელიც პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობდა, 2024 წლის 21 აგვისტოს დააკავეს. ხელისუფლება მას ადანაშაულებს სომხეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში [აღმოჩენილია მისი “მიმოწერა სომხებთან”, რომელთა შეკვეთითაც წერდა და თარგმნიდა სტატიებს], რასაც იგი კატეგორიულად უარყოფს.მისი დაკავება კრიტიკის საგანი გახდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. Amnesty International-მა ბრალდებები გაყალბებულად მიიჩნია და აღნიშნა, რომ რეჟიმმა მისი აკადემიური ნაშრომებისა და აქტივიზმის გამო დააკავა. ასევე, სამადოვის საქმეზე და აზერბაიჯანში კრიტიკული აზრის ჩახშობის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოხატა ევროკავშირმა და სამადოვის საქმე წარმოაჩინა, როგორც განსხვავებული აზრის დევნის სიმბოლო.
„ბაჰრუზ სამედოვმა განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. აღნიშნა, რომ არასდროს უმუშავია სახელმწიფო სტრუქტურებში, არ ჰქონია წვდომა საიდუმლო დოკუმენტებზე და საერთოდაც, ბოლო ექვს წელზე მეტია, არ უცხოვრია აზერბაიჯანში. ამიტომ მისი ბრალდება სახელმწიფო ღალატში არანაირ საფუძველს არ ეფუძნება,“ – თქვა ადვოკატმა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებას არ წარმოუდგენია სამედოვის დანაშაულში ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
„ბრალდება ეფუძნება ბაჰრუზ სამედოვის მიმოწერას სომხეთის სამ ქალთან, მაგრამ ამ მიმოწერაში არ არის არაფერი მსგავსი, რაც შეიძლება სახელმწიფოს ღალატად შეფასდეს. როგორც თავად სამედოვმა თქვა, საუბარი ეხებოდა მხოლოდ მის კვლევებსა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს,“ — განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდება მისთვის ითხოვს სასჯელს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით („სახელმწიფო ღალატი“), რომელიც ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას.
