აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება.
პრეზიდენტობისთვის 7 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.
ქვეყანაში 6 537 საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 6 478 623 ამომრჩეველი.
