აზერბაიჯანში რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილების შედეგად, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა 25 საბაზისო პუნქტით შემსუბუქდა და განაკვეთი 7%-ით განისაზღვრა.
ცენტრალური ბანკის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას დასტაბილურებული ინფლაცია და გაუმჯობესებული ეკონომიკური ზრდის მოლოდინი იძლევა.
უფრო კონკრეტულად, წლიურ ინფლაციასთან დაკავშირებით ცენტრალური ბანკი 5.7%-იან საშუალო მაჩვენებელს მოელის, ხოლო 2026 წლისათვის ინფლაციის პროგნოზი 5.3%-მდეა შემცირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა