აზერბაიჯანში პოლიციამ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისი დაარბია და დალუქა – oc-media

აზერბაიჯანის პოლიციამ ონლაინ ტელეკომპანია Toplum TV-ის ოფისები დაარბია – ინფორმაციას oc-media ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მედიასაშუალების ორი ჟურნალისტი ელმირ აბასოვი და არაზ ალიევი. სხვა ჟურნალისტების ადგილსამყოფელი კი უცნობია.
როგორც აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ BBC-ის განუცხადა, ჩატარდა „ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ადამიანთა ჯგუფის საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის“ საფუძველზე.
შემთხვევის ადგილზე მყოფი დამკვირვებლების თქმით, პოლიციის ჩხრეკა Toplum TV-ის ოფისში გუშინ, დაახლოებით 18:00 საათზე დასრულდა და ოფისიც დალუქეს
Toplum TV დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტია, რომელიც 2016 წელს, მედია ადვოკატის ალასგარ მამადლიმ დააარსა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }