აზერბაიჯანში ოპოზიციური საინფორმაციო პორტალის დამფუძნებელი დააკავეს

“Oxu.az-ის” ინფორმაციით, ბაქოში პოლიციამ საინფორმაციო პორტალ Az24saat.org-ის დამფუძნებელი ვუგარ გურდგანლი დააკავა. ის ეჭვმიტანილია თაღლითურ ქმედებებში მოქალაქეების ნდობის ბოროტად გამოყენების გზით.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დაპირებების მიცემით, გურდგანლიმ თაღლითურად მიითვისა 100 ათას აზერბაიჯანულ მანათზე მეტი რაოდენობის თანხა.
Media.az-ის ინფორმაციით, გურდგანლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღიძრა და ამჟამად დაკავებულია.
“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, 2018 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის სასამართლომ დაბლოკა ოპოზიციური ახალი ამბების ვებ-გვერდი az24saat.org. ვებ-გვერდის ხელმძღვანელის, ვუგარ გურდგანლის თქმით, წინა დღით მისწერეს მეილი, რომელსაც ხელს აწერდა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს ელექტრონული უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი ფაიგ ფარმანოვი. მეილში ეწერა, რომ ცილისწამებისა და სიცრუის გავრცელების გამო ოთხი სტატია უნდა წაშლილიყო.
3 აგვისტოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისში დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
6 მარტს აზერბაიჯანული მედიასაშუალება Toplum Tv-ის 9 ჟურნალისტი დააკავეს. ასევე, დააკავეს პოლიტიკური აქტივისტებიც.
დაკავებულთა შორის არიან „III რესპუბლიკის პლატფორმისა“ და მოძრაობა Nida-ს წევრები.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტელეკომპანია Toplum-ის ოფისში მყოფ პირთა „საქმიანობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპერატიული სამძებრო სამუშაოები დაიწყეს“.
სამი დაკავებული აქტივისტი — აკიფ გურბანოვი, არაზ ალიევი და რუსლან იზეტლი — საზოგადოებრივი მოძრაობის „III რესპუბლიკის პლატფორმის“ წევრები არიან. პლატფორმა მხარს უჭერს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას და აზერბაიჯანის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას. გაჩხრიკეს მოძრაობის ოფისიც.
Toplum TV პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი ონლაინ რესურსი, რომელიც ძირითადად მუშაობს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციის შესახებ საკითხებზე. მედია ფუნქციონირებს 2016 წლიდან.
ევროპის საბჭოს ჟურნალისტიკის დაცვისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების ხელშეწყობის პლატფორმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში მედიის წარმომადგენლებს მასობრივად ავიწროებენ უკანონოდ.
2023 წლის ბოლოდან აზერბაიჯანში ათამდე ჟურნალისტი დააკავეს. მათი უმრავლესობა Abzas Media-ს წარმომადგენელი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ