აზერბაიჯანში ირანელი მამაკაცი ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა

აზერბაიჯანში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ისრაელის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
როგორც უწყება აღნიშნავს, ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ირანის მოქალაქე საელჩოში იარაღით შესვლას ცდილობდა.
“ირანული წარმოშობის მამაკაცმა საელჩოში იარაღით შესვლა სცადა. სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა კი მისი განიარაღება და დაკავება მოახერხეს. ამის შემდეგ ეჭვმიტანილი ბაქოს საბაილის რაიონულ სასამართლოში განიხილეს და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს”. – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“[ივანიშვილის] ყველაზე დიდი პრობლემა არის ლეგიტიმაცია, მისი ყველაზე დიდი პრობლემა არის სანქციები… სააკაშვილი ციხეში აშშ-სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭროდ გადაიყვანეს” (ვიდეო)

თინა ბოკუჩავა – სააკაშვილს პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, ერთადერთი, რაც რეჟიმს დარჩენოდა, მისი საპატიმრო პირობების გამკაცრება იყო, ან პუტინის სტილში, პირდაპირ სიკვდილამდე მიყვანა – ეს არის პუტინის დაკვეთა