აზერბაიჯანში, ქალაქ შირვანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის პროკურატურაში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მომხდარის გამომწვევ მიზეზს იკვლევენ.