აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ შირვანში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, შედეგად 3 პირი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ქარხნის ერთ-ერთ საამქროში, 120 მმ-იანი ჭურვი აფეთქდა. მომხდარს შირვანის საქალაქო პროკურატურა იძიებს.