აზერბაიჯანში ელექტრონული სიგარეტისა და მისი კომპონენტების იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, შენახვა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა და გამოყენება აკრძალულია.
ABC.AZ-ის ცნობით, ეს აისახება „თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში, რომლებიც განსახილველად წარდგენილია მილი მეჯლისის აგრარული პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის, ასევე შრომისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.
გარდა ამისა, გახურებული თამბაქოს პროდუქტი არ ჩაითვლება ელექტრონულ სიგარეტად. ნიკოტინის შემცველი ელექტრონული სიგარეტი კლასიფიცირდება, როგორც თამბაქოს ნაწარმი და მისი მიმოქცევა აკრძალულია.




