აზერბაიჯანში დაპატიმრებული ოპოზიციონერების ადვოკატი დააპატიმრეს

აზერბაიჯანში ოპოზიციონერების ადვოკატი ზაბილ ქეჰრამანოვი „ხულიგნობის“ ბრალდებით დააკავეს. ის ბრალდებას უარყოფს
როგორც გამოცემები “კავკაზსკი უზელი” და Meydan.tv წერენ, ზაბილ ქეჰრამანოვი იცავდა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის წევრებს. სამართალდამცავებმა იგი დააკავეს ხულიგნობის ბრალდებით (221.2.2 მუხლი), ცოტა ხნით ადრე კი, ადვოკატთა კოლეგიამ მისთვის ადვოკატის სტატუსი დროებით შეაჩერა.
ქეჰრამანოვის ადვოკატმა, საადათ სეიდლიმ, „კავკაზსკი უზელის“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ მისი კოლეგა ბრალდებულია ავტოსამრეცხაოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობასა და სხეულის დაზიანების მიყენებაში, თუმცა ქეჰრამანოვი სრულიად უარყოფს ბრალდებას.
აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა ქეჰრამანოვის დაკავება მისი პროფესიული და უფლებადამცველი საქმიანობით ახსნეს. ერთ-ერთის თქმით, ქეჰრამანოვი იყო იმ იშვიათ ადვოკატთაგანი რეგიონებში, ვინც პოლიტპატიმრებსა და ოპოზიციონერებს იცავდა და არ ექვემდებარებოდა ხელისუფლების ზეწოლას.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად