აზერბაიჯანში დააკავეს რუსეთში მცხოვრები პირი, რომელიც ბაქოს ცნობით, ტერაქტს გეგმავდა

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დააკავა პირი, რომელიც გეგმავდა „ტერორისტულ აქტს” და ასევე „შეთქმულებას” უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 25 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე, ს ქალაქ მურმანსკში მცხოვრები ბაჰრუზ ასკეროვი, რომელიც სხვა პირებთან კონტაქტებით „ამზადებდა ადამიანების სიკვდილის და სხვა საზოგადოებრივად საშიში შედეგების გამომწვევ ტერორისტულ აქტს“.
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ასკეროვმა „საიდუმლო კავშირში“ ჩართო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებნი, რომლებსაც აძლევდა მითითებებს ქალაქ ლანკარანის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე თავდასხმის ორგანიზების მიზნით და დაავალა შეთქმულებაც უცხოეთის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებითვე, ტერაქტის მიზანი იყო აზერბაიჯანის „საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევა, მოსახლეობაში პანიკის შექმნა და გავლენა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე“. ბაქო ასევე ირწმუნება, რომ ეჭვმიტანილი გეგმავდა მასთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის სამხედრო მომზადების ორგანიზებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება, ასკეროვს კი სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა ჯერჯერობით ვერ შეძლო დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაციის გადამოწმება და დაკავშირება ეჭვმიტანილის ნათესავებთან ან ადვოკატთან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია