აზერბაიჯანში დააკავეს არჩევნებზე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის თავმჯდომარე

ბაქოში პოლიციამ დააკავა არჩევნებზე დაკვირვების და დემოკრატიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ანარ მამადლი – ამბობენ მისი კოლეგები 29 აპრილს.
მამადლის ადვოკატმა, ელჩინ სადიქოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი კლიენტის დაკავება უკავშირდება დამოუკიდებელი საგამოძიებო მედიაორგანიზაციის, Abzas Media-ის რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს. ჟურნალისტები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, უცხო ქვეყნის ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით – რომელსაც ჟურნალისტები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებენ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ს მთავრობის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ, ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ხელისუფლება კრიტიკული ხმების ჩახშობას ცდილობს ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეთითხნილი ბრალდებებით დაპატიმრებით.
დაწერეთ კომენტარი