აზერბაიჯანში პირველად, სასათბურე პირობებში, ქიმიური დანამატებისა და პრეპარატების გამოყენების გარეშე მოყვანილი ადგილობრივი ბანანი გაიყიდება.
როგორც 1news.az იტყობინება, ბანანის მოყვანისთვის გამოყოფილ 10 ჰექტარ ფართობზე უკვე 500 ტონაზე მეტი მოსავალია მოკრეფილი. ეს ბანანი სპეციალურად არის ადაპტირებული აზერბაიჯანის კლიმატურ პირობებთან. მაღალი ხარისხისა და პროდუქტიულობის მისაღწევად დახმარებისთვის თურქეთიდან გამოცდილი აგრონომები იყვნენ მიწვეულნი.
მოყვანის პროცესის თავისებურება ის არის, რომ მოსავლის აღების შემდეგ ბანანის ღერო იჭრება, რათა შემდეგი ყლორტი უფრო სწრაფად განვითარდეს.
მეწარმე ელნურ აბდულაევი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბანანის წარმოების მთავარი მიზანია ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება.
