აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა
აზერბაიჯანმა “ბრიკსში” (BRICS) გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. იუწყება Report-ი იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან აიხან ჰაჯიზადეზე დაყრდნობით.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი ივლისის დასაწყისში გამოაცხადა, ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის მხრიდან განაცხადი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბაქოში ორდღიანი ვიზიტის მეორე დღეს გაკეთდა.
BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ – თურქეთმა.
წყარო: europetime