აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებისთვის 1 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ერთი მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, – ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თანხა აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს გადაეგზავნება, რომელიც ელექტრო ტექნიკას შეიძენს და ს გადასცემს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბაქოსა და კიევს შორის ურთიერთობები მეგობრობისა და პარტნიორობის საფუძველზე ვითარდება.
„უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელმწიფომ უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება არაერთხელ გაუგზავნა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ამერიკულ „ფარას“ სიტყვა-სიტყვით ავიღებთ და საქართველოში გადმოვიტანთ – თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მიმართეთ აშშ-ს ან მის საელჩოს საქართველოში და მიიღებთ განმარტებას, რას ნიშნავს ეს კანონი ამერიკაში