აზერბაიჯანმა სარკინიგზო ტრანზიტი საგზაო გადასახადისგან გაათავისუფლა

აზერბაიჯანში სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 1-ლი იანვრიდან საგზაო გადასახადისგან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Report-ი იუწყება.
უცხო ქვეყნის სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილები სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რკინიგზის პირველ სადგურამდე საქონლის ტრანსპორტირებისას საგზაო გადასახადისგან 2 წლის ვადით თავისუფლდება.
რკინიგზით გადაზიდული ტვირთი ბოლო სადგურამდე და უცხო ქვეყნის სატვირთო, მისაბმელიანი ან ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილებით სხვა სახელმწიფოში ტრანსპორტირებისას საგზაო გადასახადისგან, ასევე, თავისუფლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს