აზერბაიჯანმა პომიდვრის ექსპორტით $142 მილიონი გამოიმუშავა

აზერბაიჯანმა პომიდვრის ექსპორტით $142 მილიონი გამოიმუშავა
abc.az-ის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანიდან ექსპორტზე 118,922 ტონა პომიდორი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 142 მილიონი დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანის საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, პომიდვრის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა, ხოლო საექსპორტო პროდუქტის რაოდენობის ზრდამ 5%-ს მიაღწია.
2024 წელს პომიდორმა აზერბაიჯანის საერთო ექსპორტის 5.06% შეადგინა.