აზერბაიჯანმა კოვიდ -კარანტინი ამჯერად 2026 წლის პირველ აპრილამდე გააგრძელა

აზერბაიჯანის მთავრობამ „კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და შესაძლო შედეგების თავიდან ასაცილებლად“ 2020 წელს დაწესებული კარანტინის რეჟიმი 2026 წლის პირველ აპრილამდე გაახანგრძლივა.
სექტემბერში აზერბაიჯანის მთავრობამ სპეციალური კარანტინის რეჟიმის ვადა კიდევ სამი თვით გააგრძელა, 2026 წლის 1 იანვრამდე. სპეციალური კარანტინის დასრულებამდე სახმელეთო საზღვრები დახურული დარჩება, თუმცა შეზღუდვა არ გავრცელდება ტვირთის გადაზიდვებზე. ასევე, საზღვრის გავლით შესაძლებელია ქვეყანა დატოვონ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც აზერბაიჯანში თვითმფრინავით ჩაფრინდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს COVID-19-ს პანდემიის სტატუსი მოხსნა, თუმცა აზერბაიჯანში ეპიდემია 2022 წლის ოქტომბრიდან პრაქტიკულად ნულოვან დონეზე იყო.
2024 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საზღვრების დახურვის მიზეზი „აზერბაიჯანის უსაფრთხოებისთვის გარე რისკებიცაა“.
აზერბაიჯანი ამჟამად მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის სახმელეთო საზღვრები პანდემიის დასრულების შემდეგაც არ გახსნილა.