აზერბაიჯანმა ირანის დედაქალაქში კვლავ გახსნა საელჩო, სისხლიანი თავდასხმის შემდეგ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ივლისს განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ელჩი და საელჩოს თანამშრომლები თეირანში დაბრუნდნენ, წელიწად-ნახევარში მას შემდეგ, რაც ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა.
დიპლომატიური მისია იმუშავებს ახალ შენობაში, ხოლო ირანი “მიიღებს შესაბამის ზომებს ახალი შენობის წინ დიპლომატიური დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბაქომ ირანის დედაქალაქში თავისი საელჩო დახურა და თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინა 2023 წლის იანვრის ბოლოს, შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ. თავდამსხმელმა მოკლა მისიის დაცვის უფროსი და დაჭრა ორი თანამშრომელი.
ეჭვმიტანილი დააკავეს, სასამართლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირანის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით